ერთიანი ეროვნული გამოცდები: ოთხი საგანი, ერთი სასწავლო გზა.

  • მათემატიკა
  • ქართული ენა
  • ინგლისური
  • ისტორია

ოთხი საგანი, ოთხი სასწავლო რუკა

ზუსტი მეცნიერებამათემატიკაალგებრა, გეომეტრია, ალბათობა, სრული პროგრამა ნაბიჯ-ნაბიჯ.230 სექციადაწყება
ენა და ლიტერატურაქართული ენატექსტის გარჩევა, გრამატიკა და წერითი დავალება.პროგრამა აწყობის პროცესშიამალე დაემატება
უცხო ენაინგლისურიინგლისური თავიდან B1 დონემდე — ხუთი მიმართულება და სიტყვების ლაბორატორია.დროებით მიუწვდომელიადროებით ჩაკეტილია
საზოგადოებრივიისტორიაქრონოლოგია, წყაროები და საკითხის ანალიზი.პროგრამა აწყობის პროცესშიამალე დაემატება

ხშირი კითხვები

მასალა ეროვნული გამოცდების პროგრამას ემთხვევა?

დიახ. სასწავლო გზა აწყობილია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მოქმედი პროგრამის მიხედვით: თემების ჩამონათვალი, მათი თანმიმდევრობა და სავარჯიშოების ტიპები იმ სტრუქტურას იმეორებს, რომელსაც გამოცდაზე შეხვდები. პროგრამის განახლებისას მასალაც ნახლდება.

შემიძლია გამოწერის გაუქმება ან გეგმის შეცვლა?

დიახ, ნებისმიერ დროს და ანგარიშის პარამეტრებიდან, ზარი ან წერილი არ სჭირდება. გაუქმების შემდეგ მიმდინარე ანაზღაურებული პერიოდის ბოლომდე წვდომა შენარჩუნებულია. საგნების რაოდენობის შეცვლა ან „სოლო“-სა და „აბიტოსთან ერთად“-ს შორის გადართვა იმავე ადგილიდან კეთდება.

საკმარისია მხოლოდ აბიტო-ზე მომზადება ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად?

Abito მხოლოდ ცოდნის შესამოწმებელი პლატფორმა არ არის. სწავლას ნულიდან იწყებ, თეორიასაც გაიმეორებ, რთულ თემებსაც უკეთ გაიგებ და პრაქტიკით ცოდნასაც გაიმტკიცებ. ამიტომ Abito დამოუკიდებლად მომზადებისთვისაც გამოგადგება. თუ რეპეტიტორთან ემზადები, Abito გაკვეთილებს შორის დაგეხმარება: გაიმეორებ ნასწავლ მასალას, სუსტ თემებზე ივარჯიშებ და შემდეგ შეხვედრაზე უფრო მომზადებული მიხვალ.

როგორ ხდება გადახდა?

გადახდა ონლაინ, ბარათით ხდება (Visa ან Mastercard) და ყოველთვიურად ავტომატურად ახლდება. ბარათის მონაცემები ბანკის დაცულ გვერდზე იწერება და ჩვენს სერვერზე არ ინახება. ყოველი ჩარიცხვის შემდეგ ელფოსტაზე ქვითარს მიიღებ.