კონფიდენციალურობის პოლიტიკა

აქ აღწერილია, რომელ მონაცემებს ვაგროვებთ, რისთვის გვჭირდება და რა უფლებები გაქვს მათ მიმართ.

ეს დოკუმენტის სამუშაო ვერსიაა. საბოლოო, იურისტთან შეთანხმებული რედაქცია გამოქვეყნდება პლატფორმის კომერციული გაშვებამდე. კითხვის შემთხვევაში მოგვწერე info@abito.ge.

1. რომელ მონაცემებს ვაგროვებთ

ანგარიშის მონაცემები: სახელი, გვარი, ელფოსტა და — თუ თავად მიუთითებ — კლასი. Google-ით შესვლის შემთხვევაში იმავე მონაცემებს ვიღებთ Google-ისგან.

სასწავლო მონაცემები: რომელი გაკვეთილები გაიარე, სავარჯიშოებზე გაცემული პასუხები, სიზუსტე და გაკვეთილზე დახარჯული დრო.

ტექნიკური მონაცემები: ბრაუზერისა და მოწყობილობის ზოგადი ინფორმაცია, რომელიც პლატფორმის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის გვჭირდება.

2. რისთვის ვიყენებთ

მონაცემები გვჭირდება მომსახურების მიწოდებისთვის: პროგრესის შენახვის, სუსტი თემების ამოცნობის, გამოწერის მართვისა და ტექნიკური მხარდაჭერისთვის.

სასწავლო მონაცემებს აგრეგირებულად ვიყენებთ იმის გასაგებად, რომელი გაკვეთილები საჭიროებს გაუმჯობესებას. ასეთი ანალიზი კონკრეტულ მომხმარებელს არ ამოიცნობს.

3. ვის ვუზიარებთ

პერსონალურ მონაცემებს არ ვყიდით და სარეკლამო მიზნებით არ ვუზიარებთ. მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ მომსახურების მიმწოდებლებს, რომლებზეც პლატფორმა ტექნიკურად დგას — ავტორიზაციისა და მონაცემთა ბაზის, ჰოსტინგისა და გადახდის სერვისებს — და მხოლოდ იმ მოცულობით, რაც მათი ფუნქციისთვისაა საჭირო.

ბარათის მონაცემები გადახდის ოპერატორის დაცულ გვერდზე იწერება და ჩვენს სერვერზე არ ინახება.

4. შენახვის ვადა

მონაცემებს ვინახავთ მანამ, სანამ ანგარიში აქტიურია. ანგარიშის წაშლის მოთხოვნის შემდეგ მონაცემები წაშლის გრაფიკში გადადის და ვადის გასვლის შემდეგ სამუდამოდ იშლება, გარდა იმ ჩანაწერებისა, რომელთა შენახვა კანონით სავალდებულოა.

5. შენი უფლებები

შეგიძლია მოითხოვო შენს შესახებ შენახული მონაცემების ასლი, მათი შესწორება ან წაშლა, ასევე დათანხმება გამოიხმო. ანგარიშის წაშლა ანგარიშის პარამეტრებიდან იწყება.

მოთხოვნას განვიხილავთ და პასუხს გაცნობებთ კანონით დადგენილ ვადაში.

6. ქუქიები

ვიყენებთ მხოლოდ იმ ქუქიებს, რომლებიც პლატფორმის მუშაობისთვისაა აუცილებელი: სესიის შენახვა და უსაფრთხოება. სარეკლამო თვალთვალის ქუქიები არ გვაქვს.